ჩვენს შესახებ

ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

სტაგი ჯგუფი

სარეკლამო კომპანია

აღმოაჩინეთ ექსკლუზიური საჩუქრების ხელოვნება ჩვენს ხელნაკეთ პროდუქციასთან ერთად.

ჩვენ 20 წელზე მეტია ვქმნით მაღალი ხარისხის, თქვენს სურვილებზე მორგებულ პროდუქტებს, რომლებიც ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ისე პროფესიულ საჭიროებებს. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ხარისხით და კრეატიულობით.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი მოთხოვნების განხორციელებას. სტაგი ჯგუფი თქვენს გვერდითაა, როდესაც საჭიროა იდეების უნიკალურ პროდუქტებად გარდაქმნა.

ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, პრემიერის აპარატი და სხვა სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურები, ხაზს უსვამს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს.

ჩვენი პროდუქციის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოთ ძვირფას მეგობრებსა თუ განსაკუთრებულ სტუმრებზე.

01.

ხარისხი

ჩვენთან დამზადებული ნებისმიერი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ჩვენთვის პრიორიტეტულია გამოვიყენოთ უმაღლესი ხარისხის მასალები და თითოეული პროდუქტის საბოლოო ვერსია იყოს უნაკლო.

02.

გამოცდილება

ჩვენი კომპანია ფუნქციონირებს მეოცე საუკუნიდან, შესაბამისად გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება სარეკლამო სფეროში და შეგვიძლია მოვერგოთ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას.

03.

არჩევანი

ჩვენ გთავაზობთ სერვისებს როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური შეკვეთებისთვის. გვაქვს ფართო არჩევანი მასალების, ზომების, რაოდენობისა თუ ფერების მიხედვით.

04.

ხელნაკეთი

ჩვენი სასაჩუქრე ყუთები დამზადებულია ხელით, ჩვენივე თანამშრომლების მიერ.

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი პროდუქცია

იხილეთ ჩვენი პროდუქტები კატეგორიების მიხედვით

ჩვენი სერვისები

რას გთავაზობთ:

სტაგი ჯგუფი გთავაზობთ უნიკალური, ხელნაკეთი დიზაინის შექმნას, რომელიც აუცილებლად დატოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

პერსონალიზებული საჩუქრის ყუთებიდან პროფესიონალურ ბიზნეს ბრენდირებამდე, ჩვენი ხარისხი და კრეატიულობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენთან დამზადებულმა თითოეულმა პროექტმა თქვენი ხედვა სრულყოს.

მოგვანდეთ თქვენი იდეების გაცოცხლება სტაგი ჯგუფში!

სასაჩუქრე ყუთები

ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ზომის, მასალისა და დიზაინის პერსონალიზებულ ყუთებს, რომლებიც იდეალურია საჩუქრებისთვის. გნებავთ კორპორატიული საჩუქრები თანამშრომლებისთვის ან კლიენტებისთვის? თუ ეძებთ სიყვარულით შექმნილ ერთ ინდივიდუალურ და უნიკალური ყუთს საყვარელი ადამიანისთვის? ჩვენ მოვიყვანთ თქვენს სურვილებს რეალობაში!

ინდივიდუალური ბოქსები

ჩვენ ვქმნით პერსონალიზებულ სასაჩუქრე ყუთებს ნებისმიერი სიტუაციისთვის – იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე თუ სხვა განსაკუთრებული დღე. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ, რა მოათავსოთ ბოქსში, ან მოგვანდოთ ჩვენ – შემოგთავაზებთ იდეებს და მოვამზადებთ ყველაფერს.

ასევე გთავაზობთ ბრენდირებულ ბოქსებს, რომლებიც თქვენი სურვილისამებრ შეიძლება შეიცავდეს ბრენდირებულ ფინჯნებს, ჩანთებს, ბლოკნოტებს, მაისურებს და სხვა ნივთებს. შეგიძლიათ, ნივთები თავად მოგვიტანოთ ან აირჩიოთ ჩვენივე კატალოგიდან.

გარე რეკლამა

ჩვენ გთავაზობთ გარე რეკლამის ფართო არჩევანს: მოცულობითი ასოები სტენდებისთვის, ოფისისა თუ შენობის კედლებისთვის და ამასთანავე ამწეკრანებისთვისაც. ასევე ვამზადებთ მაღალი ხარისხის ნებისმიერი ზომის ბანერებს, ლაითბოქსებს, კედლის სტიკერებს, პრინტს ავტომანქანებისთვისა და შენობებისთვის და კიდევ მრავალ სხვა პროდუქტს, იმისთვის, რომ თქვენი ბრენდი გამორჩეული იყოს ნებისმიერ გარემოში.

მაისურები და ჩანთები

დაამზადეთ მაისურები, ნაჭრის ჩანთები ან ქისები თქვენი კომპანიის ლოგოთი, ღონისძიების სლოგანით, პერსონალური ტექსტით ან უბრალოდ თქვენთვის საყვარელი გრაფიკული დიზაინით.

ბრენდირება

ჩვენ შეგვიძლია დავბრენდოთ ნებისმიერი ნივთი თქვენი მოთხოვნების მიხედვით. იქნება ეს კალმები, რვეულები, თერმოსები, წიგნები, USB მოწყობილობები, ფინჯნები თუ სხვა.

ლაზერული ჭრა

ჩვენ გთავაზობთ ლაზერული ჭრის მომსახურებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ყველაფერი! დავამზადებთ თქვენს სურვილზე მორგებულ დიზაინს, იქნება ეს მეტალზე, მინაზე, ხეზე, მუყაოსა თუ სხვა მასალებზე. ვაკეთებთ ლაზერული ჭრით ლოგოებს, ტექსტებს, ორნამენტებს და ა.შ, რაც იდეალურია როგორც სარეკლამო, ისე დეკორატიული მიზნებისთვის.

ჯილდო და პრიზი

გთავაზობთ მაღალი ხარისხის ჯილდოებისა და პრიზების დამზადებას. შექმენით მინის, აკრილის ან სხვა მასალის უნიკალური დიზაინი თქვენი ღონისძიებებისთვის, დაჯილდოებისთვის, საჩუქრისთვის თუ სხვა მიზნისთვის. ჩვენ ვიყენებთ ლაზერულ ჭრას, ციფრულ ბეჭდვას და სხვა მეთოდებს, იმისთვის რომ ჩვენთან შექმნილმა პრიზმა, თქვენი წარმატება კიდევ უფრო გამორჩეულად წარმოაჩინოს.

ციფრული ბეჭდვა

ჩვენ გთავაზობთ მრავალი პროდუქტის ციფრულ ბეჭდვას. ვბეჭდავთ სავიზიტო ბარათებს, ბროშურებს, მენიუებს, კალენდრებს, პოსტერებს, სტიკერებს, კატალოგებსა და ფლაერებს, რომლებიც თქვენს ინდივიდუალიზმსა თუ კორპორატიულ იდენტობას გამოარჩევს.

ამასთანავე, გთავაზობთ ნებისმიერი დიზაინის ფოტოალბომებსა და წიგნებს.

სასაჩუქრე ყუთები

ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი!

დაგვიკავშირდით და დაგიმზადებთ ნებისმიერი ზომის, რაოდენობის, მასალისა თუ დიზაინის სასაჩუქრე ყუთებს!

გარე რეკლამა

საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ბიზნეს იდენტობისთვის!

დაგვიკავშირდით და დაგიმზადებთ ნებისმიერი ზომის და დიზაინის მოცულობით ასოებს, ბანერებს, ლაითბოქსებს, სტიკერებს და პრინტს!

ბრენდირება

აირჩიე სტაგი ჯგუფი!

დაგვიკავშირდით და დაგიბრენდავთ ნებისმიერ მასალას და პროდუქტს!

და სხვა...

ჩვენ ვერგებით თქვენს სურვილებს!

თუ გაქვთ კრეატიული ჩანაფიქრი რომელიც არ იცით სად ან როგორ განახორციელოთ, მოგვმართეთ ჩვენ! ჩვენი ჯგუფი უზრუნველყოფს თქვენი იდეების რეალიზაციას!

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მეილზე და სოციალურ ქსელებში

მისამართი

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 29ა, თბილისი, საქართველო

დაგვირეკეთ

+995 599 000 220

მოგვწერეთ

info@stagigroup.ge

ჩვენი ოფისი:

TikTok

@stagi.group

Instagram

@stagigroup

Facebook

@Stagi Group • სტაგი ჯგუფი

LinkedIn

@Stagi Group • სტაგი ჯგუფი